კახეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თბილისში 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360 ახალი შემთხვევა. იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად. გუშინ იყო 211 და დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ქვემო ქართლში გახლავთ 78, შიდა ქართლში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა. სამეგრელო- ზემო სვანეთში გახლავთ 73, კახეთში 46, გურიაში 25 ახალი ინფიცირებული, მცხეთა მთიანეთში არის 14 და სამცხე ჯავახეთში 7“, – განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა.