ოზურგეთის ჭადრების ბაღში, დიმიტრი ცინცაძის ფილმის „შინდისის” ჩვენება გაიმართა
„შინდისის”ავტორმა, პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა და მკვლევარმა, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა და საბაუნის ლექტორმა გუგა ანანეიშვილმა ისაუბრეს ფილმის გადაღების პერიოდზე, ასევე საქართველოს უახლოეს ისტორიაზე.
ფილმი “შინდისი” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს.
კინოჩვენებას ოზურგეთელი ახალგაზრდები დაესწრნენ. “შინდისის” ჩვენება „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.