ირაკლი ხახუბია ხობი-ფოთისა-სენაკის მოსახლეობას მმართველი პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს

ხობში, ფოთსა და სენაკის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენა გაიმართა.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ განაცხადა, იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია, რადგან მოსახლეობის უდიდეს ნდობას და მხარდაჭერას გრძნობს.
„იყო ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. მაქსიმალურად ვიქნები ყველა იმ პროექტის, პროგრამის ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული, რომელიც ფოთის, ხობის და სენაკის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა.
2020-ის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის სხვა ლიდერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები