,,მნიშვნელოვანია, რომ ამ სოფლებში არასდროს ყოფილა მოასფალტებული გზა, გაზი, გარეგანათება, წყლის სისტემები” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თელავი-ყვარელი-ახმეტა- ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტაში მოსახლეობასთან შეხვედრებზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და პირადად მათგან ისმენს პრიორიტეტულ საკითხებსა და გამოწვევებს.
“ჩვენ ყველაფერი ეტაპობრივად მოვაგვარეთ. ეხლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ სოფლებისთვის, რომ ყურძნის ჯიში ,,ქისი” ადგილწარმოშობის პროდუქტია და ჩვენ ვარეგისტრირებთ მას როგორც აქ, ადგილწარმოშობის ყურძენს და რა თქმა უნდა, ეს სრულებით ახალ პერსპექტივას ქმნის ამ სოფლისთვის, სოფლის მეურნეობის და მევენახეობის განვითარების კუთხით” , – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ქადაგიშვილს მხარი დაუჭირონ, რადგან მმართველი გუნდი მათ პრობლემებს ურეაგიროდ არასდროს ტოვებს.