არჩილ თალაკვაძის თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც ხალხი უმუშევარი დარჩა მათი დახმარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და არჩევნებთან კავშირი არ აქვს

ეს არის ძალიან ცინიკური შეკითხვა როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ თუ რატომ დაეხმარა ხელისუფლება ხალხს, საზოგადოებას და მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიის შეკითხვას, არის თუ არა მოსყიდვა სამ რეგიონში მოსახლეობის დახმარება, რომლის შესახებაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნაში წერია.

თალაკვაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში, როდესაც ხალხი უმუშევარი დარჩა მათი დახმარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

“ეს არის ძალიან ცინიკური შეკითხვა როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ თუ რატომ დაეხმარა ხელისუფლება ხალხს, საზოგადოებას და მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში, როდესაც ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავალი დაკარგა სამსახურიდა ბევრი ოჯახი უბრალოდ პირისპირ აღმოჩნდა უშემოსავლოდ იმ პრობლემებთან, რომელიც პანდემიამ მთელ მსოფლიოში შექმნა, თუ ამაზე ჩვენი პასუხი გაინტერესებთ, ჩვენი პასუხი არის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ასევე განახორციელეს მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა, ამერიკის შერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველო ამ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ვისაც ჰქონდა ყველაზე პასუხისმგებლიანი ანტიკრიზისული გეგმა თავის მოქალაქეების დასახმარებლად. თუ რატომ დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდში ,,კოვიდ 19“-ის პანდემია ეს თავისთავად უსაფუძვლო და სასაცილო შეკითხვაა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები