სამეგრელოში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულებს შორის არიან ბაზრის მოვაჭრეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 279 ბიოლოგიური ნიმუში გამოკვლიეს, მათგან 65 -ზე პასუხი დადებითია.
“48 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 4 კი ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 შემთხვევა უკავშირდება ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს და ისინი ცენტრალურ ბაზარში მუშაობდნენ. ეს ადამიანები ამ წუთას იმყოფებიან თვითიზოლაციაში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანდაცვის წარმოამდგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვისი გადაყვანაც საჭირო იქნება გადაიყვანენ კლინიკაში, უსიმპტომო პაციენტებს ვისაც სახლში შესაბამისი პირობები არ აქვთ გადაიყვანენ კოვიდ სასტუმროში, ვისაც სახლში იზოლაციის დაცვა შეუძლია მათი მკურნალობა ბინაზე მოხდება. 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში და სამივე უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1ზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს მოძიება. 1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 2 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ორივე უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან ერთი ტექსტილის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მიმდინარეობს კვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ორივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირს, ის უკვე ინფიცირებულის კონტაქია და ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში. 1 შემთხვევა უკავშირდება თბილისის მცხოვრებს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა და აქ გატესტვის შემდეგ დაუდგინდა ვირუსი. 1 შემთხვევა გვაქვს აბაშაში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა”,- ნათქვამია გუბერნიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგიონში მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, კლინიკაში მკურნალობის კურსს 109 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 -ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია, 1-ქობულეთიდანაა, 1- ფოთის მაცხოვრებელია, 1- სენაკელია და 1- მარტვილელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ყველა ზუგდიდელია”,- აღნიშნულია პრეს-ცენტრის ინფორმაციაში.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 184 ადამიანი იმყოფება.