გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს ლენტეხში განაგრძობს
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო შეხვედრებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში განაგრძობს.
„დღეს ჩიხარეშის თემის სოფლების- ჩიხარეშის, ახალშენის,მარგვიშის, მახაშის, მელეს მოსახლეობასა და ამომრჩევლებს შევხვდი, მათი საჭიროებები მოვისმინე და იმ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ვესაუბრე, რომელსაც ხელისუფლება რეგიონში და მათ სოფლებში ატარებს. ჩვენი ხელისუფლება მთიანი რეგიონების განვიტარებაზე განსაკუთრებით ზრუნავს, გასულ წლებში და მიმდინარე წელს ჩიხარეშის თემში შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების, მელესა და ჩიხარეშის სკოლების, ჩიხარეშის სასოფლო ამბულატორიის რეაბილიტაცია მოხდა, მოეწყო მინი სტადიონი,წყლის სათავე ნაგებობები,ჯებირები და დამცავი გაბიონები. მაგრამ გამოწვევები ისევ რჩება, რომლის მოგვარებასაც მთავრობის გეგმაზომიერი მოქმედებით დავძლევთ“-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, წინასაარჩევნო შეხვედრები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.