“ჩვენი მიზანი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის გაზრდაა“- ცაგერელი ახალგაზრდები არჩევნებზე
პროექტს – „შენი ხმა ჩვენი მომავალია“რომელიც ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ეგიდით ხორციელდება, ცაგერელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე რეგიონებში ახალგაზრდების სამკაციანი ჯგუფები სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ.
„აღნიშნული პროექტი რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად, ლეჩხუმის სამკაციანმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა დღეს დავიწყეთ მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით მისვლა, ფლეიერების დარიგება და იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა არჩევნებზე. ამ ყველაფერს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე , რეკომენდაციების სრული დაცვით ვაკეთებთ,“-განაცხადა ცაგერელმა სტუდენტმა, პროექტის ჯგუფის წევრმა მარი კაჭკაჭაშვილმა.
ახალგაზრდების განმარტებით, მათი აქტივობები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გაგრძელდება.