ირაკლი ხახუბია: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ
ირაკლი ხახუბიას განცხადებით, მთავარი საზრუნავი მმართველი გუნდისთვის იყო და არის ადამიანი. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთში განაცხადა.
ხახუბიას თქმით, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი განცხადებით, ამის თქმის საფუძველს მოქალაქეების დამოკიდებულება აძლევს.
“მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ საზოგადოების წინაშე პირნათელი გახლავართ. არაფერია იმაზე სასიხარაულო, ვიდრე მოქალაქეებისგან წამოსული სითბო და სიყვარული, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლისგან. ჩვენი გუნდის, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი საზრუნავი ადამიანია. ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნდა და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. ერთად საქართველოს წარმატებისთვის”,-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ხახუბიამ.