ქვემო ქართლში კორონავირუსი 8 პირს დაუდარსტურდა

ქვემო ქართლში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის რუსთავში – 6, წალკაში კი 2.
რვავე პირი უკვე გამოვლენილი ინფიცირებულის კონტაქტია.
“ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გვაქვს. ორივე პირი წალკაში მცხოვრებია და აქამდე ინფიცირებულის კონტაქტები არიან. ამ დროისთვის გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებაში”, – განაცხადა წალკის საზჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მანანა მირაშვილმა.

ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 სექტემბერს დადასტურდა. ჯამში, ვირუსული ინფექციით ამ დროის მონაცემებით 13 პირი მკურნალობს, 6 კი – გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება რუსთავს, აქ 19 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის 106 შემთხვევაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი – 1192 დაფიქსირდა და ჯამში 17 477 შეადგინა. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 8 060-ია კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს..

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები