თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 1 პირი დაშავდა.
შემთხვევა თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ნასამხრალთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და 47 წლის კაცის გადმოყვანასახანძრო – სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილის გაჭრით შეძლეს.
დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო.