ხობში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც “რეგიონულ” კვირას ამავე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა განუცხადა, ბავშვები და მშობლები გააფრთხლეს, რომ სკოლა სავარაუდოდ დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავა.
“ისტორიის პედაგოგს, რომელიც 60 წლამდე ასაკის არის დაახლოებით, კორონავირუსი დაუდასტურდა. მან თავად მიმართა რუხის საავადმყოფოს ტესტირებისთვის, რადგან როგორც გვითხრეს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, რადგან სავარაუდოდ სკოლის პედაგოგებთან ყველასთან ჰქოდა შეხება. აღინიშნული პედაგოგი ჩემს შვილს არ უტარებს გაკვთილს, თუმცა გვეშინია, რომ ინფიცირებულების რიცხვი გაიზარდოს”,- უთხრა “რეგიონულ კვირას” მშობელმა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ.
კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა, ინფიცირებული მასწავლებლის მეუღლეს და შვილს, ხოლო რძლისა და შვილიშვილის ბიოლოგიური მასალა კორონავირუსზე უარყოფითია.
სამეგრელოს რეგიონში დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით, ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.