ტელეკომპანია “რიონის” რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია “რიონი“ -ის რამდენიმე თანამშრომელს Covid 19 დაუდასტურდა-ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას.

“რიონი” მუშაობდა მორიგე ჯგუფებით, რომლებსაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება. მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა: ჩატარდა სანიტარულ- სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით ,,რიონის” თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას. პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას,”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები