კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ ძალადობაზე 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს – 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
ასევე, დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით გრძელდება გამოძიება.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.