ალექსანდრე მოწერელია: მჯერა, მივაღწევთ გამარჯვებას, საქართველოს აღორძინებისათვის

მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენა გაიმართა.
202-ის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია, რადგან მოსახლეობის დიდი მხარდაჭერას გრძნობს.
„მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიშრომებთ და მივაღწევთ გამარჯვებას, საქართველოს აღორძინებისათვის. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა. უახლოეს 4 წელიწადში, სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული პრიორიტეტი დაეთმობა სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს ახალგაზრდებს“, – აღნიშნა მოწერელიამ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები