თორნიკე რიჟვაძე: “ნაციონალური მოძრაობა” უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური პარტიაა

ბათუმში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას დარღვეულ ნორმებზე აჭარის მთავრობის ღავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პარტია მმართველი გუნდის გაოცებას ყოველთვის ახერხებს.
,,ჩვენს გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, ამას ვიტყვი პირდაპირ. ის, რომ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, მათ კისერზეა. ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქს, განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმელებს ზურგში დანა ჩაარტყეს.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვმართავთ როგორც მომატებულ, ასევე შემცირებულ ეპიდ შემთხვევებს, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მათ ამბიციებს ნუ გადაყოლებენ. მითუმეტეს, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შესაბამისად, არ ღირს ადამიანების სიცოცხლით გარისკვა”,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები