სოფელ რუსთავში 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. შემთხვევის შედეგად ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები