თალაკვაძე: „ნაცები“ ძალადობით, უიმედობის დანერგვით ცდილობენ ჩრდილი მიადგეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებს, რაც ვერ მოხდება
“ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები საუბრობენ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, რომ არჩევნები გადაიდება. ეს არის პირდაპირ გეუბნებით, კაპიტულაცია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციურ სპექტრში გავრცელებულ აზრს, იმასთან დაკავშირებით, თითქოს შესაძლოა საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს.
თალაკვაძის თქმით, ენმ ამ გზით ცდილობს, ჩრდილი მიადგეს ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებს.
“ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები საუბრობენ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, რომ არჩევნები გადაიდება. ეს არის პირდაპირ გეუბნებით, კაპიტულაცია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი არ აქვთ. მათ დარჩენიათ ერთადერთი, ძალადობით , უიმედობის დანერგვით მათი ამ სახის პოლიტიკური შეფასებებით დათესონ ნიჰილიზმი და როგორმე ჩრდილი მიადგეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებს, რაც ვერ მოხდება. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები, ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს სრული მხარდაჭერა, რომ უზრუნველყონ არჩევნების დღეს მოქლაქეთა, ასევე საარჩევნო დამკვირვებელთა უსაფრთხოება, რაც მაქსიმალურად იქნება დაცული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.