მარტვილის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში დაიგება 4 811 მეტრი ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, მილები და ეზოებში შესასვლელები.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 517 000 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.
დიდი ჭყონი-მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები