სამეგრელოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, სულ გამოიკვლიეს 640 ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც 57 დადებითია ვიუსზე.
“რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 640 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 57 -ზე დადებითი პასუხია (მათ შორის 2 ნიმუშის პასუხი, რომელიც 15.10.2020 იქნა აღებული და კვლევაში იყო დარჩენილი). ზუგდიდი 26, ფოთი 14, წალენჯიხა 2, სენაკი 5, ხობი 4, მარტვილი 1, აბაშა 1, აფხაზეთი 4. გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
თორიას ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 84 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ანაკლია-გაუხურის საკარანტინე სივრცეს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 181 ადამიანი იმყოფება.