იმერეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 232 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტები, კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში გადაანაწილეს.
ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქუთაისს უკავშირდება.ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 62 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.
“ბომონდის” კლინიკაში მკურნალობას 87 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.
იმერეთის მასშტაბით კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 1000-მდე,ხოლო კოვიდ სასტუმროებში 300-მდე პაციენტი.
კარანტიმშია 2000-მდე მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები