თალაკვაძე “ნაცმოძრაობაზე” : ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია

ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ ხალხმრავალ აქციას.

თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაცმოძრაობის” ეს ქმედება ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.

“მაშინ, როდესაც ჯანდაცვის პროფესიონალების დაძაბული შრომის შედეგად, აჭარაში კოვიდ19-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მივაღწიეთ, ნაც.მოძრაობამ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება! კერძოდ:

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ამის გამო აჭარაში (და სხვა რეგიონებშიც, რადგან ხალხის ნაწილი სავარაუდოდ ჩაყვანილი ჰყავდათ სხვა მუნიციპალიტეტებიდან) დიდი ალბათობით საჭირო იქნება ექიმების და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად მობილიზება, ძალისხმევის გაორმაგება – ეს სამედიცინო რესურსები კი ამ დროს, მთელს ქვეყანაში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ.

ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ადამიანებს პირდებიან – სიცრუეა”,- წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები