გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 131 კოვიდ დადებითი პაციენტი. გარდაიცვალა სამი პაციენტი.
,,გარდაიცვალა 3 პაციენტი 77 წლის ქალი, რომელიც მკურნალობდა რესპუბლიკური საავადმყოფოში. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი. თანხმლები: შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, ინსულინ დამოკიდებული, გულის უკმარისობა, თირკმლის ქრ. უკმარისობა. ასევე გარდაიცვალა 77 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფისისი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანხმლები:გულის იშემიური დაავადება.
გარდაიცვალა 81 წლის კაცი, რომელიც მკურნალობდა კლინიკა “მედცენტრი”. დიაგნოზი: კოვიდ19, თავის ტვინის ინფარქტი დაუზუსტებელი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი.
თანხმლები: გულის ქრ.უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ესენციური ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტის შედეგები.
აჭარში მკურნალობას გადის, Covid კლინიკებში – 590 პაციენტი, 19 არასრულწლივანი, 28 ოსრული. – რეანიმაციაში მოთავსებულია – 53 პაციენტი. – თავისუფალი საწოლები- 29”- ნათქვამია განცხადებაში.
Covid სასტუმროებში- 885 პირი იმყოფება, მათ შორის 62 არასრულწლოვანია.
აჭარაში ბინაზე 1300-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.