სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

“ისევ მოიმატა თბილისში. დღეისათვის გახლავთ თბილისში 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და გახლავთ – 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა, იმერეთშიც მოიმატა და გახლავთ 232 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში თითქმის სტაბილურია – იყო 22 და დღეს არის 27 შემთხვევა, ქვემო ქართლში გახლავთ – 20, შიდა ქართლში გახლავთ – 14, მცხეთა-მთიანეთში არის 15 ახალი შემთხვევა, კახეთში გახლავთ 13 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის – 8 და ყველაზე ცოტა – 6 შემთხვევა გურიაში” – განაცხადა მარიან ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები