კალაძე: ვირუსთან ბრძოლის ერთ მხარეს არის მთავრობა, მეორე მხარეს კი ოპონენტები
გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა,- ასე შეაფასა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ბათუმში ენმ-ს მიერ გამართული ხალხმრავალი აქცია.
“მინდა გავიხსენო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა, როდესაც იყო მთელი მსოფლიო იცით, რომ ევრძვის ამ ვირუსს და მაშინ დავინახეთ, რომ ერთ მხარეს იყოს მთავრობა, საზოგადოება,ეპიდემიოლოგები, ექიმები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერს იბრძოდნენ და აკეთებდნენ იმისათვის რომ ვირუსის შეკავება, ადამიანების გამოჯანმრთელება მომხდარიყო და მეორე მხარეს იყო ჩვენი ოპონენტები. მეორე ტალღას რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. საზოგადოება ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები დარგის სპეციალისტები არის ერთ მხარეს და ვირუსის მხარეს არიან ჩვენი ოპონენტები. რაც ძალიან ცუდია. ზოგადად ასეთი ვითარების დროს ყველა და ყველაფერი არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ხელისუფლება, ყველა ერთიანდება ასეთი მდგომარეობის დროს. სამწუხაროდ ჩვენთან არ ხდება და კიდევ ერთი დამადასტურებელი უპასუხისმგებლობის, ეს იყო გუშინდელი შეხვედრა”,- განაცხადა კახი კალაძემ.
კალაძის თქმით, პასუხისმგებლიანი კამპანია “ქართულ ოცნებას” გააჩნია, რომელიც უფრთხილდება თავის მხარხამჭერებს.
“რაც შეეხება, საარჩევნო კამპანიას თქვენ ყველა ჩვენს შეხვედრაზე იმყოფებით,გაქვთ ამის შესაძლებლობა და ხედავთ, როგორ ატარებს პასუხისმგებლიანი პილიტიკური პარტია საარჩევნო კამპანიას. არის შეხვედრები, ადამიანები ყველა იმყოფება პირბადეებით დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა პოლიტიკურ პარტიას აწვს ამის შესაძლებლობა”,- განაცხადა კახი კალაძემ.