ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქურდობა მოხდა ქუთაისში. სუპერმარკეტ “მაგნიტის” ფილიალში, უცხო პირებმა სავარაუდოდ, ფანჯრიდან შეაღწიეს. მარკეტის თანამშრომლების თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, რა არის წაღებული. მათი თქმით, შემთხვევა წუხელ მოხდა, ხმაურზე სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები