მმართველმა გუნდმა წალენჯიხაში მოსახლეობას ალექსანდრე მოწერელია წარუდგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტარას კვარაცხელიას სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წალენჯიხაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.
დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებიან.