ირაკლი წულაია: პატარა პრიორიტეტებისთვის ყველაფერზე მიდიან, ასე იყვნენ ხელისუფლებაშიც და ასე არიან ახლაც

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ირაკლი წულაია ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიცია მზად არის  გაწიროს ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.

“გათვლა მარტივია- ეპიდვითარების გაუარესება, უდრის უფრო დიდი ხნით ეკონომიკურ კრიზისს, რაც უდრის მეტ განაწყენებულ ხალხს ხელისუფლებაზე. იქნებ არჩევნების გადადებასაც მიაღწიონ.
ყველაფერზე მიდიან ამ პატარა უპირატესობებისთვის, მზად არიან გაწირონ ჩვენი ხანში შესული ბებიები და ბაბუები. ასე იყვნენ ხელისუფლებაში და ასე არიან ახლაც, ვერაფერი ასწავლა ცხოვრბამ სამწუხაროდ”, – წერს წულაია სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები