ვლადიმერ ბოჟაძე “ნაციონალურ მოძრაობას”: არ გაპატიებთ ამომრჩეველი ქვეყნისა და ხალხის მტრობას

მთელი დასავლეთ საქართველოდან ერთ ქუჩაზე მოგროვებული, ფოტოს გადასაღებათ ჩამოყვანილი ხალხი რომ არჩევნებს იგებდეს 2012, 2013, 2014, 2016, 2017 და 2018 წლების ყველა დონის არჩევნებს კი არ წააგებდით, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ ბათუმში ჩატარებულ წინასაარჩევნო შეკრებას.

“ვითომ გაერთიანებული ოპოზიციის” ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატს ლევან ვარშალომიძეს(ვუსამძიმრებ ოჯახს) მამა კორონავირუსით გარდაეცვალა და ამგენმა ჯიბრზე ,,მრავალათასიანი” აქცია მოაწყვეს, რაც უფრო დამძიმდება ეპიდსიტუაცია მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისო? არ გაპატიებთ ამომრჩეველი ქვეყნისა და ხალხის მტრობას, აგერ ნახავთ შედეგს 31-ში”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საარჩევნო შეხვედრა, რომელსაც დასავლეთ საქართველოდან და აჭარის მუნიციპალიტეტებიდან “ნაცმოძრაობის” კოორდინატორების მიერ სპეციალური მიკროვატობუსებით მობილიზებული ადამიანები ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე არ იყო დაცული არცერთი წესი და რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები