კახა კალაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი

პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდინავი კახა კალაძე ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ საარჩევნო შეხვედრას.

კალაძის თქმით, ქართველ ხალხს ორი ვირუსი აქვს დასაძლევი.

“პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს ‘’ფეხებზე ჰკიდიათ”? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი….დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი”, – დაწერა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საარჩევნო შეხვედრა, რომელსაც დასავლეთ საქართველოდან და აჭარის მუნიციპალიტეტებიდან “ნაცმოძრაობის” კოორდინატორების მიერ სპეციალური მიკროვატობუსებით მობილიზებული ადამიანები ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე არ იყო დაცული არცერთი წესი და რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები