გიორგი ერბოწონაშვილი საგარეჯოს შშმ ბავშვთა დღის ცენტრში იმყოფებოდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ერბოწონაშვილი საგარეჯოს შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ცენტრის ბენეფიციარები ბატონ მერს ლექსებითა და სიმღერებით შეეგებნენ, თავიანთი ნამუშევრები გააცნეს და შემოდგომის ჭირნახულის პრეზენტაციაც მოაწყვეს.

“ცენტრის ხელმძღვანელებმა მერს მადლობა გადაუხადეს მუდმივი თანადგომისა და მათი ღვაწლის დაფასებისთვის. მათ არაერთხელ აღნიშნეს-რომ არა ბატონი გიორგი ერბოწონაშვილის მხარდაჭერა, ცენტრი ვერ შეძლებდა სრულფასოვნად ფუნქციონირებას. დამშვიდობებისას საგარეჯოს მერმა ცენტრის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა, მშობლებს-კი მუდმივი თანადგომა აღუთქვა. ბედნიერი და მხირული შეხვედრა, სოფელ გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა-გიორგის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.
უჩვეულოდ მზიან შემოდგომის ოქროსფერ დღეს ამ ბავშვების გაბრწყინებული თვალების სიკაშკაშე კიდევ უფრო ალამაზებდა.
დიახ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს”,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები