ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა დღეს, ავანგარდის დასახლებაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.