რუსთავის „ხარების“ რამდენიმე მოთამაშე თვითიზოლაციაში იმყოფება
რუსთავის „ხარების“ რამდენიმე მოთამაშე თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას რუსთავის ,,ხარების“ მთავარი მწვრთნელი, მამუკა მინდორაშვილი გუნდის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
,,ინფიცირებულ მორაგბესთან უშუალო კონტაქტში მყოფი ჩვენი რამდენიმე მორაგბე გადასულია თვითიზოლაციაში და ჯერჯერობით არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. მათ ჩაუტარდებათ ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეუერთდებიან გუნდის ვარჯიშს.
თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ შემდეგ კვირას ვეთამაშებით ,,აკადემიას“. დღევანდელი თამაში გადაიდო, რადგან ,,იუნკერების“ ორ მოთამაშესაც დაუდგინდა ვირუსი“, – წერს მამუკა მინდორაშვილი.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, რუსთავის „ხარებს“ თამაში ჰქონდა ,,ლოკომოტივთან“, რომლის ერთ-ერთ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდ9 ოქტომბერს, რუსთავის „ხარებს“ თამაში ჰქონდა ,,ლოკომოტივთან“, რომლის ერთ-ერთ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა.