სალომეს მწვანე გარემო და 36 წლის ასაკში ახდენილი ოცნება

სალომეს მწვანე გარემო – ასე ჰქვია ადგილს, რომლის მოსაწყობადაც სალომე ასათიანს შვიდი წელი დასჭირდა.
სალომე ქუთაისში დაიბადა აქ დაასრულა სკოლა, პროფესიით მედდაა, უყვარს მცენარეები და მისი შემოსავლის წყაროც საყვარელ საქმიანობას დაუკავშირა. ორანჟერეის მოწყობაზე ოცნებობდა და ნატვრა სულ ახლახანს აიხდინა.
ამბობს რომ, მცენარეები ბებომ შეაყვარა და მათზე ზრუნვა მის მთავარ ვალდებულად მიაჩნდა.
სალომეს განსაკუთრებულად კაქტუსები უყვარს, რაც ბავშვურ მოგონებებთან ასოცირდება.
სკოლის ასაკში ქუჩაში დაგდებული ეკლიანი ყვავილი სახლში წაიღო, მოუარა და გაახარა, რის შემდეგაც მცენარეებზე ზრუნვა დაიწყო.
იძახის რომ, ჯერ პროფესიონალი მებაღე არ არის, თუმცა დამოუკიდებლად ბევრი რამ ისწავლა და სამომავლო გეგმებიც დასახა.
სალომეს მისი საყვარელი საქმიანობის ბიზნესად ჩამოყალების იდეა, დედის ავადმყოფობის დროს გაუჩნდა, მაშინ როდესაც წამლის საყიდელი სახსრები არ ქონდა, ყვავილების გაყიდვა დაიწყო. შემდეგ ახალი ჯიშების შექმნაზეც იზრუნა და ასე დაიწყო ბიზნესი.
ამ დროისთვის, მის ორანჟერიაში 200-დე სახეობის მცენარეა.
ამბობს რომ დედის გარდაცვალების შემდეგ რთული პერიოდი სწორედ მისმა ყვავილებმა გადაატანინეს.
მისი დილა 6 საათზე იწყება, შეაღებს თუ არა კარებს თითქოსდა ყვავილები საუბარს უწყებენ.
“ყვავიკლებს ხშირად ვესაუბრები, ზოგჯერ ვუბრაზდები კიდეც.
როდესაც ახალ ფოთლებს დამახვედრებენ ვეფერები შევაქებ ხოლმე, როდესაც არა გავუჯავრდები, არ ვაქცევ ყურადღებას რამდენომე დღეში კი გაშლილი მხვდება”,- გვიყვება სალომე.
ახლა,ამ ლამაზი სივრცის კიდევ უფრო დატვირთვა და გალამაზება უნდა, რისთვისაც ფინანსებს აგროვებს. ის ასევე ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები