მარნეულის სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 25 ოქტომბრამდე შეწყდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საიმერლოში საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსის დაუდასტურდა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა, მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ბაღში უკვე იმყოფებოდნენ.
„დღეს დაუდგინდა აღმზრდელს კორონავირუსი, ამ ეტაპზე, საიმერლოს საბავშვო ბაღი დახურულია. ბაღში სააღმზრდელო პროცესი 25 ოქტომბრამდე არ აღდგება“, – განაცხადა ზაურ ქარამოვმა.