თელავში მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული წრეები და სპორტული სექციები “კოვიდ 19”-ის პრევენციის მიზნით, ხვალიდან განუსაზღვრელი დროით დაიხურება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განუცხადა.
ფიქრია ყურშიტაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებს დღეს შეატყობინეს.
” გამომდინარე ვირუსის მატებიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტულება, რომ შემოქმედებითი საგანმანათლებლო აიპები გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. თუ რამდენი ხნით დაიხურება აღნიშნული დაწესებულებები, ამ ეტპაზე უცნობია”,- განაცხადა ფიქრია ყურშიტაშვილმა.
მერის მოადგილის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებების დროებითი დაკეტვა კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევებს შეამცირებს და რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.