მარნეულში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
მათი თქმით, ინფიცირებული თბილისში მცხოვრებია.
” სოფელ სადახლოს სკოლის მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ინფიცირებული თბილისში ცხოვრობს და მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართულის პედაგგოგად მუშაობდა”, – განაცხადეს მარნეულის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.