არჩილ თალაკვაძ: მინდა მხარი დავუჭირო ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, რომელმაც იცის, რა სჭირდება ჩვენს გურიას და ჩვენს მხარეს

მქონდა პატივი ამ წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში წარმომედგინა ოზურგეთი, მშობლიური მხარე. ეს საზოგადოება, რომელიც პროგრესზე და განვითარებაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენის შემდეგ მედიას განუცხადა.

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის პატივია ასეთი სტუმრების ჩამოსვლა ოზურგეთში. მოგეხსენებათ აქ ჩვენი თანამოქალაქეები როგორი დაინტერესებულები არიან საჯარო პოლიტიკით და ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ეს არის ის მნიშვნელოვანი რეფორმები, ინფრასტრუქტურული განვითარება, რომლებზეც კონკრეტული ბიუჯეტის განხილვა და კონკრეტული გეგმების მომზადება მიმდინარეობს ოზურგეთთან დაკავშირებით.
ამ წლების განმავლობაში შევძელით საამაყო პროექტების განხორციელება. კერძო სექტორში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, როგორც სოფლის მეურნეობის ასევე აკვაკულტურისა და მსუბუქი მრეწველობის სფეროში. ჩვენ შევძელით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მოფრთხილება და დაცვა. ახალი ფოლკლორის ცენტრის, მუზეუმის აშენება, თეატრის განახლება და რაც მთავარია, შავი ზღვისპირა ზოლზე ბატონი ბიძინა ივანიშვლის მხარდაჭერით და მისი ოჯახის დაფინანსებით, სრულიად ახალი ეკონომიკა ვითარდება და ოზურგეთი ჩვენი მუნიციპალიტეტი, სრულიად სხვა სახით ჩნდება.
ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, რომ მქონდა პატივი ამ წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში წარმომედგინა ოზურგეთი, მშობლიური მხარე. ეს საზოგადოება, რომელიც პროგრესზე და განვითარებაზეა ორიენტირებული. მინდა მხარი დავუჭირო ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს. ადამიანს, რომელმაც იცის რა სჭირდება ჩვენს გურიას და ჩვენს მხარეს. გვინდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ უკვე პარლამენტიდან დაეხმაროს თავის მხარეს და თავის ქვეყანას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები