ბორჯომში, ახალგაზრდობის სააგეტომ „მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა“ დაიწყო
ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალაგზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
16 ოქტომბერს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, მიმართულების კოორდინატორთან და მოწვეულ ექსპერთან, ასევე APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ზაალიშვილს და ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა.
მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, დღევანდელი შეხვერდა კი საინფორმაციო ხასიათის იყო და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სამუშაო დეტალების განხილვას დაეთმო.
სააგენტოს რეფორმის ფარგლებში წელს ბორჯომშიცახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.
ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციიები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.
დამატებით 4 უნიციპალიტეტში მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას სააგენტო მშიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის “გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში ნერგავს.
სამწლიანი რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდული პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.