ბათუმში “ენმ”-ს ლიდერის ლევან ვარშალომიძის მამა, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო, გარდაიცვალა

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ვარშალომიძის მამა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტახნის წინ გაავრცელა.

ინფორამაციას პარტიაშიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს. ერთი კვირის შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტესტირება ჩაიტარა “ნაცმოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის ლიდერმაც, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.

ცნობისთვის, წლების წინ, გურამ ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები