ფერმერების სამელიორაციო დანაზოგებმა 3 733 020 ლარს მიაღწია

16 ოქტომბრის მონაცემებით, სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 33 325 აბონენტი, ხოლო ბენეფიციართა დანაზოგმა 3 733 020 ლარი შეადგინა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამავე პროგრამის ფარგლებში ფერმერებს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება სრულად ჩამოეწერათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები