მარნეულში ავარიის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინც გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილი სოფელ წერეთლიდანაა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 176-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები