შალვა კერესელიძემ საარჩევნო კამპანია დუშეთში დაასრულა

შალვა კერესელიძემ საარჩევნო კამპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული- საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასზე მეტი შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს არსებული საჭიროებების მოგვარების გზებზე ესაუბრა და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნო ინფორმაცია.
მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის პრობლემაა. როგორც შალვა კერესელიძემ განაცხადა წყლის პრობლემის აღმოფხვრა მთავრობისთვის მომდევნო წლებში პრიორიტეტული საკითხი იქნება.

„საარჩევნო კამპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში დავასრულე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში შევხვდი ათასობით მოქალაქეს, გავმართე ასზე მეტი შეხვედრა. ვიმყოფებოდი დუშეთის ბაზარში, სადაც იქ დასაქმებულ მოქალაქეებს არსებულ საჭიროებებზე და მისი გადაჭრის გზებზე ვესაუბრე. ძალიან დიდი მადლობა ყველა დუშელს, ვინც ჩემთან შეხვედრებზე მოვიდა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 31 ოქტომბერს,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ..

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები