იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი – 198 შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი – 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები, სხვადასხვა კოვიდმიმღებ ცენტრებში გადანაწილდნენ. ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქუთაისს უკავშირდება.ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.
“ბომონდის” კლინიკაში მკურნალობას 87 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.
იმერეთის მასშტაბით კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 800-მდე,ხოლო კოვიდ სასტუმროებში 200-მდე პაციენტი.
კარანტიმშია 1500-მდე მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები