რუსთავში კორონავირუსი 6 პირს დაუდარსტურდა
რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.
მათი თქმით, სამი პირი თბილისიდან არის გადაყვანილი.
“დღეისთვის გვაქვს 6 ახალი შემთხვევა, 3 თბილისს უკავშრდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა”, – განაცხადეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.
ცნობისთავის, რუსთავში 19 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 15 327, მათ შორის 7 613 უკვე გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.