თერჯოლაში კოვიდინფიცირებული 83 წლის ქალი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა იმერეთში. პაციენტი თერჯოლის კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ის შეყვანიდან ათ წუთში გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში ქუთაისიდან იყო გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები