ცაგერში კოვიდინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 1 ჩვილია

ცაგერში დაინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა.  „ამ წუთებში მივიღეთ გაგზავნილი ნიმუშების პასუხები, დაინფიცირებული ქალის ოჯახის ორ წევრს-რძალს და პატარა შვილიშვილს, რომელიც მხოლოდ ერთი წლისა და 5 თვისაა, კოვიდი დაუდასტურდათ. მეორე ბავშვს, რომელიც ცაგერის საჯარო სკოლის პირველკლასელია, საბედნიეროს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა“,-განმარტა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა. 

ცაგერში ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები და შესაძლო კონტაქტების დადგენა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები