რატომ უნდა გამომიყენონ?- ამომრჩევლის პასუხი ენმ-ს, რომელმაც იგი გარდაცვლილად გამოაცხადა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანი წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის შვიდი საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის სიაში, სრულად ჯანმრთელი ადამიანები არიან. ერთ-ერთში, ახალსოფლის 36-ე უბანზე კი გარდაცვლილი პირია შეყვანილი.
„რეგიონულმა კვირამ“ ამბის გადამოწმება უშუალოდ ადგილზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გადაწყვიტა, სადაც “ნაცმოძრაობის” მიერ გარდაცვლილი ქალბატონი ცოცხალი და საღსალამათი დაგვხვდა.
მაინც რა შეცდომა დაუშვა ენმ-მ? საქმე ისაა, რომ სოფელ ახალსოფელში ორი ნელი ჯაბუა ცხოვრობდა, თუმცა ერთერთი მათგანი 5 წლის წინ გარდაიცვალა.
„რეგიონული კვირის“ ვიზიტით ცოცხალი ნელი ჯაბუა, გახარებული ნამდვილად არ დარჩა. მოხუცი პენსიონერის განმარტებით, იგი უკმაყოფილოა, რადგან როგორც აცხადებს საკუთარი თავის გამოყენების უფლებას არავის მისცემს.
„მე ცოცხალი ვარ. აგერ არის ჩემი პასპორტი. ხომ თავისუფლება არის, ვის ვისაც უნდა იმას აძლევს ხმას. რატო უნდა გამომიყენოს სხვამ მაგალითად, არა, რატომ – არ შეიძლება?!“, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ ნელი ჯაბუამ.