“შეგვპირდა, რომ ამ წელიწადს ეს ნაკვეთები ჩვენი იქნებოდა, დავამუშავეთ და ამათმა გაყიდეს” – როგორ დატოვა ამამლოს მოსახლეობა ოქრიაშვილის ოჯახმა საძოვრების გარეშე

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამამლოს მოსახლეობა მიწების და საძოვრების გარეშეა დარჩენილი.”ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახაბერ ოქრიაშვილის ოჯახის მიერ მითვისებულ ნაკვეთებში, მოსახლეობას უფლება არ აქვთ მიწები დაამუშაონ ან საძოვარზე პირუტყვი გაიყვანონ.
როგორც ადგილობრივი მწყემსი „რეგიონულ კვირას“ უყვება, ამ სოფელში არცერთ მოსახლეს ერთი გოჯი მიწის დამუშავების უფლებაც კი არ აქვს.
მისი თქმით, კახა ოქრიაშვილის მამა გოგი ოქრიაშვილი შეჰპირდა მოსახეობას, რომ ყველას მისცემდა მიწის დამუშავების უფლებას და საძოვრებს, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„ მე ვიცი რომ ეს მიწა იყიდა ოქრიაშვილმა. არავის არ გვაქვს უფლება რომ 1 ჰექტარზე მაინც დავამუშაოთ მიწა და დავთესოთ. კახა ოქრიაშვილი გოგის შვილია, ამათმა იყიდეს და გაიფორმეს. ჩვენ იმის უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ამ მიწებზე ბატები მაინც შემოვუშვათ ყველაფერს ყარაულობენ, ძროხებსაც გვიყრიან. ჩვენც რა უნდა ვქნათ ვდგავართ და გორაზე ვერეკებით. ამ სოფელში მცხოვრებლებს როგორც უცხოებს ისე გვექცევიან და ადგილობრივები ძალიან ვნერვიულობ.

როგორც „რეგიონულმა კვირამ“ გაარკვია სოფელ ამამლოში კახა ოქრიაშვილის ოჯახმა 2009 წელს შეისყიდა 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
“რეგიონული კვირა” სოფელ ამამლოში ჩავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. როგორც ერთ-ერთი მათგანი მამედოვა ვრუშანი გვიყვება, ოქრიაშვილების ოჯახი ამამლოში მცხოვრებ მოსახლეობაზე ბალახს ყიდის.
“მე მინდა ვთქვა ვინც შეგვპირდნენ ამ მიწების გაყოფაში და არ გაანაწილეს. გოგი დავიდოვიჩმა შეგვპირდა, რომ ამ წელიწადს ეს ნაკვეთები თქვენი იქნება. ჩვენ დავამუშავეთ და ამათმა გაყიდეს, ჩვენ რა უცხოები ვართ? ესე შეიძლება? ესეთი ადამიანს ჩვენ არ გვეყვარება. უკვე ოთხი წელი გავიდა და გვასყიდის ბალახს, არენდითაც არ გვაძლევენ ესე შეიძლება? ამამლოშ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და არც ჩვენ და არც ქართველებს არენდით არ გვაძლევენ. ესე შეიძლება? არა არ შეიძება როგორც დავიდობიჩს უნდა ცხოვრება ჩვენც ასევე გვინდა ცხოვრება,ძროხა გვყავდეს და მოვწველოთ, მეტი არაფერი. ამაშიც ფულია საჭირო, ესენი კიდე მილიარდებს იდებენ ჯიბეში.”,- გვითხრა ვრუშან მამედოვამ .

ცხადია, “რეგიონული კვირა” ეცადა აღნიშნული თემის გარშემო თავად კახა ოქრიაშვილის პოზიციაც მოესმინა, თუმცა “ნაცმოძრაობაში” გადაბარგებულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაშიც დაგვდო ბრალი.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები