მოსახლეობასთან ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რაც სოფლისთვის და სოფლის მეურნეობისთვის კეთდება და ასევე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კანდიდატმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის და თელავის მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხები და გამოწვევები მოისმინა.
ადგილობრივებმა პირადად გააცნეს ქადაგიშვილს არსებული პრობლემების შესახებ. მმართველი გუნდის წარმომადგენელი მათ თანადგომას დაპირდა.
,,მოსახლეობასთან ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რაც სოფლისთვის და სოფლის მეურნეობისთვის კეთდება და რა თქმა უნდა, იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მათი საჭიროებებიდან გამომდინარე და ვეუბნებით იმ პროექტების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს და მომდევნო წლის განმავლობაში უკვე დაგეგმილია, რომ განხორციელდეს”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.